რა არის მუზეუმი?
პროექტის მთავარი იდეა (თემა): ბავშვები გაიგებენ მუზეუმის დანიშნულებას, გაეცნობიან ინტერნეტის საშუალებით საქართველოში არსებულ მუზეუმებს.
მნიშვნელობა/ აქტუალობა:
პროექტი მნიშვნელოვანია იმით რომ ბავშვებს განუვითარდებათ ძიების უნარი. გაუღრმავდებათ მუზეუმების დათვალიერების ინტერესი და მიიღებენ გარკვეულ ცოდნას მუზეუმის არსებობასა და დანიშნულების შესახებ.
პროექტის მიზნები:
ამ პროექტის მიზანია ბავშვებმა დათვალიერონ გურიაში არსებული ყველა მუზეუმი რათა უკეთ გაიაზრონ მუზეუმის დანიშნულება.
მონაწილეთა ასაკი: 8–9 წელი.
ვადები/ხანგრძლივობა: 9 დღე.
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:
ინტერნეტი, ციფრული კამერა.
პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):
აქტივობა I: 2 დღე.
ინტერნეტის საშუალებით ინფორმაციის მოძიება საქართველოს მუზეუმებზე.
აქტოვობა II: 3 დღე.
სურათების მოძიება, ამობეჭდა და სტენდის გაკეთება.
აქტივობა III:1 დღე.
ბავშვების უკეთ გაცნობისა და დაინტერესების მიზნით მოვაწყობ ექსკურსიას ლანჩხუთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში და ეგნატე ნინოშვილის სახლ– მუზეუმში.
აქტივობა IV: 2 დღე.
გაზეთის გამოშვება, ექსკურსიაზე მიღებული შთაბეჭდილებების მიხედვით საკუთარი ფოტო სურათების წარმოდგენა.
აქტივობა V : 1- დღე. პროექტის შეფასება.
დაურიგებ ფურცლებს სადაც თავად შეაფასებენ პროექტს, რა მოეწონათ და რა არ მოეწონათ ამ პროექტში.
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ბუნ. III . 5. მოსწავლე ორიენტირებს ნაცნობ გარემოში.
ბუნ. III. 9. მოსწავლე აღწერს ზოგიერთ გეოგრაფიულ ობიექტებს.
ბუნ.III. 12. მოსწავლე იცავს გარემოზე ზრუნვის ელემენტარულ წესებს.
პროექტის ხელმძღვანელი: მაკა კუტალაიშვილი.
ხელმძღვანელის ელ. ფოსტა: makakutalaishvili@gmail.com