სასწავლო პროექტი

რა არის მუზეუმი?

პროექტის მთავარი იდეა (თემა): ბავშვები გაიგებენ  მუზეუმის დანიშნულებას, გაეცნობიან  ინტერნეტის საშუალებით საქართველოში  არსებულ მუზეუმებს.

მნიშვნელობა/ აქტუალობა:
პროექტი მნიშვნელოვანია იმით რომ ბავშვებს განუვითარდებათ ძიების უნარი. გაუღრმავდებათ მუზეუმების დათვალიერების ინტერესი და მიიღებენ  გარკვეულ ცოდნას მუზეუმის არსებობასა და დანიშნულების შესახებ.

პროექტის მიზნები:
ამ პროექტის მიზანია ბავშვებმა დათვალიერონ გურიაში არსებული ყველა მუზეუმი რათა უკეთ გაიაზრონ მუზეუმის დანიშნულება.

მონაწილეთა ასაკი: 8–9 წელი.

ვადები/ხანგრძლივობა: 9 დღე.

მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:

პროექტისათვის  საჭირო ძირითადი რესურსები:
ინტერნეტი, ციფრული კამერა.

პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):
აქტივობა I: 2 დღე.
ინტერნეტის  საშუალებით ინფორმაციის მოძიება საქართველოს მუზეუმებზე.
აქტოვობა II: 3 დღე.
სურათების მოძიება, ამობეჭდა და სტენდის გაკეთება.
აქტივობა III:1 დღე.
ბავშვების უკეთ გაცნობისა და დაინტერესების მიზნით მოვაწყობ ექსკურსიას ლანჩხუთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში და ეგნატე ნინოშვილის სახლ– მუზეუმში.
აქტივობა IV: 2 დღე.
გაზეთის გამოშვება, ექსკურსიაზე მიღებული შთაბეჭდილებების მიხედვით საკუთარი ფოტო სურათების წარმოდგენა.
                აქტივობა V : 1- დღე.  პროექტის შეფასება.  
დაურიგებ ფურცლებს სადაც თავად შეაფასებენ პროექტს, რა მოეწონათ და რა არ მოეწონათ ამ პროექტში.

საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ბუნ. III . 5. მოსწავლე ორიენტირებს ნაცნობ გარემოში.
ბუნ. III. 9. მოსწავლე აღწერს ზოგიერთ გეოგრაფიულ ობიექტებს.
ბუნ.III. 12. მოსწავლე იცავს გარემოზე ზრუნვის ელემენტარულ წესებს.

პროექტის ხელმძღვანელი: მაკა კუტალაიშვილი.

ხელმძღვანელის ელ. ფოსტა: makakutalaishvili@gmail.com